Bausch & Lomb Inc. არის მსოფლიოში ცნობილი კონტაქტური ლინზების, მათთვის ხსნარების და ოფთალმოლოგიური ქირურგიული პრეპარატებისა და მედიკამენტების, ასევე ოფთალმოლოგიური აღჭურვილობის მწარმოებელი. კომპანიის პროდუქცია 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ბრიჯუოტერ თაუნშიპში, ნიუ ჯერსი, აშშ. კომპანიამ მიიღო საპატიო ჯილდო აშშ-ს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან ამერიკული კინოინდუსტრიის ტექნიკური მომსახურებისთვის.

https://www.bausch.com/