Volk 90D ოფთალმოლოგიური ლინზები

იდეალურია მთლიანი ბადურას და შევიწროებული გუგის გამოკვლევისთვის

ჩვენი კლასიკური სერიის 90D ლინზა არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფუნდუსის გამოკვლევის ლინზა და მიიჩნევა „ოქროს სტანდარტად“ საგამოცდო ოთახებში. ის იდეალურია ზოგადი გამოკვლევისა და ბადურას ვიზუალიზაციისთვის. ლინზის კომპაქტური ზომისა და ოპტიკური მახასიათებლების წყალობით, შესანიშნავია გუგების გაფართოების გარეშე ბადურას გასინჯვისთვის და საშუალებას იძლევა შევიწროებულ გუგებშიც კი განხორციელდეს გამოკვლევა.

აღწერა

  • 74° / 89° ხედვის კუთხე
  • 0.76x გამოსახულების გადიდება
  • 1.32x ლაზერული წერტილის გადიდება
  • 7 მმ სამუშაო მანძილი
  • მარტივი გამოყენება – იდეალურია სასწავლო პროცესისთვის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
  • ლინზის მცირე დიამეტრის ბეჭედი შესანიშნავია დინამიკური ფუნდუსკოპიისა და ორბიტაში მარტივი მანიპულაციისთვის.
  • ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი, ლურჯი, ოქროსფერი, მწვანე, იასამნისფერი, წითელი, ვერცხლისფერი.

ნაწილის კოდი: V90C