აღწერა
რბილი კონტაქტური ლინზების მოვლის ხსნარი ReNu® Advanced სამი დეზინფექტორისა და ორი ზედაპირულად აქტიური ნივთიერების კომბინაციით უზრუნველყოფს ლინზების მაღალი ხარისხის დეზინფექციას, წმენდას და ხანგრძლივ კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.
სამმაგი დეზინფექციის სისტემა
ერთადერთი ხსნარი სამი დეზინფექტორით, რომელიც ანადგურებს 99.9%-ზე მეტ პათოგენურ მიკროორგანიზმს.
გაძლიერებული წმენდა
ორ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას შეუძლია დაბინძურებების მოშორება და რბილი კონტაქტური ლინზების ზედაპირის დელიკატური წმენდა.
კომფორტი მთელი დღის განმავლობაში
ხსნარში შემავალი დამატენიანებელი კომპონენტი უზრუნველყოფს ლინზების მოხმარების კომფორტს 20 საათის განმავლობაში.
ReNu® Advanced – ეს არის უნივერსალური ხსნარი რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების ყოველდღიური მოვლისთვის, მათ შორის სილიკონ-ჰიდროგელური ლინზებისთვის. უზრუნველყოფს ლინზების კონდიციონირებას, წმენდას, ცილოვანი ნალექების მოშორებას, გამორეცხვას, ქიმიურ (არა თერმულ) დეზინფექციას და შენახვას ოფთალმოლოგის რეკომენდაციების შესაბამისად.
მახასიათებლები:
სამმაგი დეზინფექციის სისტემა:
- პოლიამინოპროპილ ბიგუანიდი: 0.00005%
- პოლიკვატერნიუმი: 0.00015%
- ალექსიდინი: 0.0002%
ზედაპირული წმენდა:
- პოლოქსამინი 1107
- პოლოქსამერი 181
ღრმა წმენდა:
- დინატრიუმის ედეტატი
დატენიანება:
- პოლოქსამინი 1107
- პოლოქსამერი 181
დეზინფექციის დრო:
4 საათი
ხელმისაწვდომი შეფუთვის ფორმატები:
- 100 მლ
- 360 მლ